08:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა
საღამოს საკითხავი

სიახლეები

დებატები დასრულდა - კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დაჩოქილი პოროშენკო და ზელენსკი (ვიდეო)

 

კიევის ოლიმპირ სტადიონზე უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. პეტრო პოროშენკომ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მიიღებს 21 აპრილის არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს. 

 

"თუმცა მეორე დღეს ცხოვრება გაგრძელდება, 22 რიცხვში ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ ქვეყანა. მთავარია, ის არ დავკარგოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

პოროშენკომ დიდი დრო დაუთმო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს და თქვა, რომ აუცილებელია დონბასსა და ყირიმზე კონტროლის აღდგენა და ოლიგარქების მმართველობაში არდაშვება. 

 

ზელენსკიმ, თავის მხრივ, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა: კანონის წინაშე თანასწორობა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, კორუფციის შემცირება, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 

 

დებატებმა მშვიდად ჩაიარა. ის დასრულდა ზელენსკის სახელის სკანდირებით, უკრაინის ჰიმნის ფონზე. მიუხედავად ამისა, კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, როგორც ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. 

 

დებატების მიმდინარეობისას ვლადიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ ის მუხლს იყრის მათ წინაშე, ვინც რუსული აგრესიის გამო ნათესავები და ახლობლები დაკარგა. ვლადიმირ ზელენსკიმ დაიჩოქა და მოუწოდა პეტრო პოროშენკოს, მასაც გაეკეთებინა იგივე. 

 

პეტრო პოროშენკომ გამოწვევა მიიღო და უკრაინის დროშას ცალ მუხლზე დაუჩოქა. "აი, ხედავთ? არც ისე რთულია ადამიანობა", - უთხრა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს. 

 

უკანასკნელი გამოკითხვებით, ზელენსკის რეიტინგი პოროშენკოს რეიტინგს თითქმის სამჯერ აღემატება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული