სიახლეები
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის კიდევ ერთი შემთხვევა - პოლიციამ ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.
სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები

30 აპრ 2019კრიმინალი
ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება - გადაცემის ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს

24 აპრ 2019კრიმინალი
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - საგამოძიებო სამსახური 4 პირს აკავებს

18 აპრ 2019კრიმინალი
ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...