14:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2 მაისიდან აშშ ირანული ნავთობის ექსპორტს მკვეთრად ზღუდავს - ნავთობმა გაძვირება დაიწყო
როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა

 

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. 

 

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...