14:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა

სიახლეები

2 მაისიდან აშშ ირანული ნავთობის ექსპორტს მკვეთრად ზღუდავს - ნავთობმა გაძვირება დაიწყო

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2 მაისის შემდეგ წყვეტს მორატორიუმს, რომელიც რიგი ქვეყნებისთვის დააწესა ირანული ნავთობის შეძენის აკრძალვასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას ამის შესახებ WP ავრცელებს, სახელმწიფო დეპარტამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით. 

 

ამ ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი უკვე 2,6%-ით გაიზარდა და ზრდის დინამიკას კვლავ ინარჩუნებს. 1 ბარელი WTI მარკის ნავთობის ფასმა უკვე 65,67 აშშ დოლარს გადააჭარბა, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა კი 74 აშშ დოლარს მიაღწია.

 

ნავთობის გაძვირებას ხელს უწყობს ვენესუელასა და ლიბიაში მიმდინარე პროცესებიც.

 

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გასული წლის ნოემბერში აღადგინა, თუმცა 8 ქვეყანას  ირანული ნავთობის შეძენის უფლება მისცა. 2019 წლის 2 მაისიდან ირანული ნავთობის იპორტი ამ ქვეყნებმაც უნდა შეზღუდონ. ასეთი ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია და ტაივანი.

 

ირანი OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვებით მე-4 ადგილს იკავებს. აპრილის თვეში ირანიდან ნავთობის ექსპორტის მოცულობა  დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...