14:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
2 მაისიდან აშშ ირანული ნავთობის ექსპორტს მკვეთრად ზღუდავს - ნავთობმა გაძვირება დაიწყო

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

22 აპრ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2 მაისის შემდეგ წყვეტს მორატორიუმს, რომელიც რიგი ქვეყნებისთვის დააწესა ირანული ნავთობის შეძენის აკრძალვასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას ამის შესახებ WP ავრცელებს, სახელმწიფო დეპარტამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით. ამ ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი უკვე 2,6%-ით გაიზარდა და ზრდის დინამიკას კვლავ ინარჩუნებს. 1 ბარელი WTI მარკის ნავთობის ფასმა უკვე 65,67 აშშ დოლარს გადააჭარბა, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა კი 74 აშშ დოლარს მიაღწია. ნავთობის გაძვირებას ხელს უწყობს ვენესუელასა და ლიბიაში მიმდინარე პროცესებიც.

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ მაჩვენებლით რეგიონებს შორის იგი მხოლოდ შიდა ქართლს აღემატება. აღსანიშნავია, რომ აჭარის მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 60%-ით სჭარბობს აფხაზეთისას, ხოლო თბილისის 2.7-ჯერ. საინტერესოა, რომ დღეს აფხაზეთი საქართველოს დე-ფაქტო შემადგენლობაში რომ იყოს, მისი ეკონომიკის წილი ქართულ ეკონომიკაში 4% იქნებოდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ გურიას და სამცხე-ჯავახეთს გადააჭარბებდა.

გუშინ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლის ოფიციალური შედეგი ჯერ ცნობილი არ არის, პეტრო პოროშენკომ დამარცხება აღიარა და ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა. ეგზიტპოლების მიხედვით, პოროშენკომ ოპოზიციონერი კანდიდატისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და ხმათა მხოლოდ 26%-ს დასაჯერდა. უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი კაბინეტს დატოვებს, თუმცა პოლიტიკური ველიდან არ გავა და უკრაინაში მოღვაწეობას განაგრძობს. „მე მზად ვარ მხარში დავუდგე უკრაინის ახალ პრეზიდენტს ყველა გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირსა და NATO-სთან დააახლოვებს", - განაცხადა პოროშენკომ.

თურქეთის მთვარ ოპოზიციონერს, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ქემალ კირიჩდაროღლუს ანკარაში აგრესიულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფი დაესხა თავს. ოპოზიციონერი შემთხვევის ადგილიდან ჯავშატრანსპორტიორით გაიყვანეს. ინციდენტი ჩუბუკის რაიონში მოხდა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას, დამსწრეთა ერთმა ნაწილმა პოლიტიკოსის მიმართ აგრესია გამოავლინა. მამაკაცების ჯგუფმა ის ალყაში მოაქცია, ცდილობდნენ კირიჩდაროღლუსთვის ფიზიკური ზიანი მიეყენებინათ. ოპოზიციონერი პოლიციამ გადაარჩია. შემთხვევის ადგილზე სწრაფად ჩავიდა თურქეთის თავდაცვის მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...