სიახლეები
შანხაის ერთ-ერთ ავტოსადგომზე დაპარკინგებული Tesla Model S მოულოდნელად აფეთქდა (ვიდეო)
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს, როგორ ფეთქდება დაპარკინგებული Tesla Model S სრულიად მოუდნელად, ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე.
თავდაპირველად მანქანიდან გამოსვლას იწყებს თეთრი კვამლი, რასაც უშუალოდ აფეთქება მოსდევს. შემთხვევა შანხაის ერთ-ერთ ავტოსადგურზე მოხდა და ვიდეო პირველად ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა.
ჩინურ სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰეშთეგით #teslaselfignites 18 მილიონზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა.
„ჩვენ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავაგზავნეთ ჯგუფი, რომელიც მომხდარ ფაქტებსა და გარემოებებს სწავლობს. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა“, - განაცხადეს კომპანია Tesla-ში. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი შემთხვევითობის რისკი ელექტრომობილებში 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე შიდა წვის ძრავიან ავტომობილებთან მიმართებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, 2013 წლის შემდეგ Tesla-ს დაწვის 14 ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა უმეტესობა ავარიებს უკავშირდებოდა.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2019ტექნოლოგიები
სამსუნგ გალაქსის ღონისძიება „Unpacked” ხვალ გაიმართება

25 ივნ 2019ტექნოლოგიები
Facebook-ს გლობალური ვალუტის შექმნა სურს

27 აპრ 2019ტექნოლოგიები
პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...