12:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რას გთავაზობთ "თიბისი დაზღვევის" აგროდაზღვევა?
შრი-ლანკაში მორიგი აფეთქება მოხდა

სიახლეები

Business Insider-ის შეფასებით მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონი არის OnePlus 6T

 

Business Insider-მა გამოცემის აზრით საუკეთესო სმარტფონების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი სიაში უკავია სმარტფონს OnePlus 6T, რომლის ფასი $550-დან $750 აშშ დოლარამდე მერყეობს.

 

მიუხედავად ამისა, სააგენტო ურჩევს მომხმარებელს, მისი ყიდვა ცოტა ხნით გადადონ, რადგან უახლოეს მომავალში კომპანია OnePlus გეგმავს ახალი ფლაგმანი წარადგინოს და OnePlus 6T კიდევ უფრო გაიაფდება.

 

ამ მოდელს არ აქვს უსადენო დამუხტვის ფუნქცია, წყლისგან დაცვის მაღალი სტანდარტი, კამერის სუპერფართოკუთხოვანი მოდული ან მრავალჯერადი ოპტოკური ზუმი.

 

სამაგიეროდ, ის არის შესანიშნავი მოწყობილობა - უსწრაფესი დამუხტვის ფუნქციით, ლამაზი დიზაინით და ეკრანით, აწყობის მაღალი ხარისხით, კარგი კამერით, ხანგრძლივი ავტონომიურობით და იდეალურად ოპტიმიზებული ოპერაციული სისტემით.

 

კონკურენტებთან შედარებით OnePlus 6T ბევრად იაფია და უახლოეს მომავალში სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. საუკეთესო სმარტფონების ხუთეულში მოხვდნენ: Samsung Galaxy S10e, iPhone XR, Samsung Galaxy S10 Plus და Galaxy S10.

 

ათეულში მოხვდნენ: Google Pixel 3 და 3 XL, Samsung Galaxy Note 9, iPhone XS და XS Max, Samsung Galaxy S9 Plus და iPhone X.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი