04:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რას გთავაზობთ "თიბისი დაზღვევის" აგროდაზღვევა?

სიახლეები

მსხვილ ენერგეტიკულ კომპანია KHNP-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

ცნობილმა სამხრეთკორეულმა კომპანია KHNP-მა (Korea Hydro&Nuclear Power Co) საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო. ქართულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი მემორანდუმი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ და კომპანიის პრეზიდენტმა ჯაე ჰუნ ჩანგმა მოაწერეს ხელი.

 

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ და განიხილონ ინვესტირების შესაძლებლობები როგორც ჰიდროსადგურების, ასევე განახლებადი ენერგიების სხვა პროექტების კუთხით. 

 

შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე უძღვებოდა, კორეული კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია, რომელიც, მრავალ მიმართულებას შორის ითვალისწინებს როგორც ჰესების მშენებლობას, ასევე ქვეყნის განახლებადი ენერგიების არსებული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. კორეულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქვთ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების დიდი ინტერესი, მათ შორის, განიხილავენ „ცხენისწყლის კასკადის“ პროექტში თანამონაწილეობის საკითხსაც.

 

KHNP სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მთლიანი ელექტრომომარაგების 30 პროცენტს უზრუნველყოფს. მის მართვაში არსებული ენერგოგენერაციის ობიექტების დადგმული სიმძლავრე ჯამში 26 000 მეგავატს შეადგენს. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების საშუალებით მცირე ჰესების, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების  შექმნასა და განვითარებაზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი