13:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეკონომიკის სამინისტრო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სიახლეები

როგორი იქნება ვლადიმირ ზელენსკის პირველი რეფორმები? რა გამოწვევები დგას მის წინაშე?

 

უკრაინამ ბოლო 28 წელიწადში უკვე მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. ეს ძალიან დიდი ციფრია და აჩვენებს, რომ უკრაინელებს მთავრობაზე გული ხშირად უცრუვდებათ. ახლა მათ აირჩიეს ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც, ბევრის აზრით, კონკრეტული გეგმების გარეშე მოვიდა.

 

თავად ზელენსკის იმედი აქვს, რომ გარშემო რეფორმატორების გუნდს შემოიკრებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რეფერენდუმზე გაიტანს და პრობლემებს ასე გადაჭრის.

 

მიუხედავად პეტრო პოროშენკოს მცდელობებისა, რომ ზელენსკი პრორუსულ კანდიდატად წარმოეჩინა, უკრაინა დასავლეთთან დაახლოვებას განაგრძობს. მოსკოვსა და უკრაინის ახალ პრეზიდენტს შორის რამე ტიპის კავშირი დადასტურებული არ არის. რაც შეეხება ოლიგარქიას, როგორც Times წერს, უკრაინაში თითქმის არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც რომელიმე ოლიგარქთან კავშირს ვერ დააბრალებ.

 

ზელენსკი გამონაკლისი არ არის, თუმცა უკრაინელმა ამომრჩეველმა კოლომოისკისთან მის კავშირზე თვალები დახუჭა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ისინი ამას ვერ გაიხსენებენ. ახლა ზელენსკის წინაშე რამდენიმე სერიოზული გამოწვევაა: მან უნდა დაამარცხოს კორუფცია, გააგრძელოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან.

 

ზელენსკის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა, რომელიც გასულ კვირას ვაშინგტონში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, განაცხადა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეებრძოლება ახალი გუნდი კორუფციასა და ჩრდილოვან ეკონომიკას. მათთვის ეს მთავარი მიზანი უნდა გახდეს.

 

ზელენსკის გუნდის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი რაზუმკოვი ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით უკრაინაში რეფერენდუმის გამართვას გეგმავს. უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო მიიჩნევს, რომ ამ გეგმით ვლადიმირ ზელენსკი შესაძლოა პუტინის ბადეში გაებას.

 

"ეს კიდევ ერთი გამოწვევა იქნება. ზელენსკიმ უნდა დაარწმუნოს უკრაინელები, რომ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება სასიცოცხლოდ აუცილებელია", - ამბობს პოლიტოლოგი.

 

უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, კრემლთან დიალოგს ზელენსკი გვერდს ვერ აუვლის. ის შეეცდება ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი გააფართოვოს და მასში აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩართოს. რუსეთი, თავის მხრივ, საწინააღმდეგოს შეეცდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პეტრო პოროშენკომ, წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, პირველი ტურის შემდეგვე იცოდა, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებდა. ის რევანშის აღებას გეგმავს ოქტომბერში გასამართ უმაღლესი რადას არჩევნებზე.

 

მოსალოდნელია, რომ პოროშენკო ზელენსკის ოპონირებას გაუწევს და მის ყოველ შეცდომას საზოგადოების სამსაჯავროზე გაიტანს.

 

„რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არის, თუმცა ამისთვის საჭიროა გულწრფელობა და პრაგმატული, პასუხისმგებლიანი მიდგომა“, - დაწერა Twitter-ზე რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა.

 

ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ვლადიმირ ზელენსკი პირველ რიგში აპირებს, ასეთია:

 

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოწვევა ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში.

 

გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროს შორის „კონკურენციის გაქრობა“ (კონკრეტულად რა იგულისხმება მის ამ გეგმაში ცნობილი არ არის).

 

ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და 4 დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა, რომელთა შერჩევაში უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

 

5%-იანი საგადასახადო ამნისტია (საგადასახადო ამნისტიების ძირითადი მიზანია მთავრობის შემოსავლების გაზრდა. იგი სთავაზობს ურჩ გადამხდელებს შესაძლებლობას, ბიუჯეტში დააბრუნონ დამალული გადასახადები იმ პირობით, რომ მათ არ დაეკისრებათ სანქციები და ჯარიმები. ზელენსკის გეგმის თანახმად, უკრაინაში ასეთი კანონი 2020 წლიდან ამოქმედდება), კაპიტალის საზღვრებს გარეთ გატანის გადასახადის დაწესება და ფინანსური დანაშულების საგამოძიებო სამსახურის შექმნა. გარდა ამისა, ზელენსკი შესთავაზებს რადას MCAA კონვენციის რატიფიცირებას, რაც მთავრობას უკრაინული კომპანიებისა და უკრაინელების საზღვრებს გარეთ არსებულ ანგარიშებზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს.

 

ზელენსკი ჩაატარებს სახელმწიფო აუდიტს და გაამარტივებს რეფერენდუმის ჩატარების წესს.

 

დაიწყებს რადიკალურ რეფორმას ძალოვან სტრუქტურებში.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული