04:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლიბიაში სამოქალაქო ომის მეორე ფაზა დაიწყო
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა საქართველოში - ეროვნული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი: „უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს"

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და  უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით  საქართველოში  უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც   უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა,  გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე,  წყალტუბო, ქუთაისი და  ბათუმი მოინახულეს. თბილისსა და ქუთაისში  უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

 

ინფო-ტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის,  ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

„უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს, მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები. ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ ტურ-ოპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება  მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან

29 აპრ 2019კვირის გრაფიკი

 ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია. ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მისაღებად 20 ათას ადამიანზე...

პოპულარული