12:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
FBI-მ ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევასთან დაკავშირებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" ახსნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

სიახლეები

5 მიზეზი, რის გამოც პეტრო პოროშენკო არჩევნებში დამარცხდა

 

პეტრო პოროშენკო, რომელიც უკრაინას ევრომაიდანის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, უკრაინელი ხალხისთვის ცვლილებების სიმბოლო იყო. რატომ დაკარგა მან უკრაინელი ხალხის ნდობა პრეზიდენტოპის პირველივე ვადაში და რატომ დამარცხდა შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისთან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში?  კითხვაზე პასუხის გაცემას სააგენტო BBC შეეცადა:

 

სიღარიბე

 

2018 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უკრაინამ მოლდავეთს ევროპის უღარიბესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა (შედარებისას გამოყენებულია მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების მაჩვენებელი). ბოლო 5 წელიწადში, დოლარში დაანგარიშებით, უკრაინის მოსახლეობის შემოსავალი მკვეთრად დაეცა. თავად პოროშენკო ამ ვითარებას ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე საომარი მოქმედებებით და უზარმაზარი თავდაცვის ხარჯებით ხსნიდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობისთვის პეტრო პოროშენკო სიღარიბესთან ასოცირდა.

 

ომი


პეტრო პოროშენკოს შეეძლო ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე ომისთვის დაებრალებინა, თუმცა თავად წარუმატებელი ომის პასუხისმგებლობას ის ვერსად გაექცა. „ანტიტერორისტული ოპერაცია (2014 წელს რუსული აგრესიის საპასუხოდ დაწყებული სამხედრო მოქმედება) არ გაგრძელდება და არც შეიძლება გაგრძელდეს 2 ან სამი თვე, ის გაგრძელდება რამდენიმე საათს“, - ეს არის ციტატა პეტრო პოროშენკოს მიერ 2014 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან, რომელსაც მას მთელი 2019 წლის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ახსენებდნენ.

 

გასული წლის ზაფხულში პოროშენკომ ბოდიში მოიხადა იმისა გამო, რომ მოსახლეობას გადაჭარბებული იმედი მისცა. მიუხედავად ამისა, პოროშენკო ცდილობდა თავისი საარჩევნო რიტორიკა წარმატებული მთავარსარდლის პოზიციაზე დაეფუძნებინა, ეს შეცდომა აღმოჩნდა. „თუ თქვენ ასეთი კარგი მთავარსარდალი ხართ, რატომ ვერ მოიგეთ აქამდე ომი?“ - ჰკითხა პოროშენკოს ზელენსკიმ კიევის ოლიმპიურ სდაიონზე გამართულ დებატებში.

 

მეგობრები და კორუფცია


ერთი მხრივ, პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ქვეყანაში ანტიკორუფციული ორგანოების ინფრასტრუქტურის შექმნა (ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალიზირებული ანტიკორუციული განყოფილება პროკურატურაში, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო), თუმცა, მეორე მხრივ, პოროშენკოს მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში სდებდნენ ბრალს კორუფციასა და ამ ორგანოების საბოტაჟში, უკრაინაში კი დამკვიდრდა აზრი, რომ ეს ორგანოები დასავლელი პარტნიორების ზეწოლით შეიქმნა, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, სტრუქტურები ლოიალურები იყვნენ პოროშენკოს გარემოცვის მიმართ.

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინელმა ჟურნალისტებმა (BIHUS.INFO-ს თანამშრომლები) ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, უკრაინის სახელმწიფო კონცერნი "Укроборонпром" კონტრაბანდულ რუსულ საქონელს ყიდულობდა, შუამავალი კომპანიის საშუალებით. უკრაინული პრესის თანახმად, სქემას უკრაინის თავდაცვის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ვაჟი, 22 წლის იგორ გლადკოვსკი ედგა სათვეში, რომელიც პერტრო პოროშენკოს გარემოცვის წევრია. 

 

პუტინის ფაქტორი და არასწორი მესიჯები

 

პირველი ტურის წინ პეტრო პოროშენკომ ანტირუსულად განწყობილი ელექტორატის მობილიზება სცადა. მის საარჩევნო კამპანიაში ფიგურირებდა მესიჯი „შორს მოსკოვისგან“, მან პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი თავი უკრაინის მართლმმადიდებლური ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის ტომოსის მიღების შემდეგ გააკეთა (კანონით ამის გაკეთება იქამდეც შეეძლო), იქამდე კი სწორედ პოროშენკომ შეიტანა ცვლილებები უკრაინის კონსტიტუციაში და ქვეყნის პროდასავლური კურსი კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრა.

 

ექსპერტთა შეფასებით, ამ რიტორიკამ გარკვეულწილად იმუშავა, როცა პეტრო პოროშენკომ მეორე ტურში გადასვლა შეძლო, თუმცა მან მიდგომები არც ამის შემდეგ შეცვალა და საარჩევნო კამპანიის სრული რადიკალიზაცია მოახდინა - ვლადიმერ პუტინის ერთადერთ მოწინააღმდეგედ საკუთარი თავის წარმოჩენა სცადა. ეს ვლადიმირ ზელენსკისთან კონკურენციაში მომგებიანი არ აღმოჩნდა, რადგან მას პრორუსულობას ვერავინ დასწამებს. პოლიტტექნოლოგმა სეგეი გაიდაიმ პოროშენკოს კამპანიას „შიშის ტოქსიკური კამპანია“ უწოდა.

 

თავად ზელენსკი

 

მიუხედავად ყველაფრისა, პეტრო პოროშენკოს შეეძლო პოლიტიკურ ველზე აქამდე არსებული მოთამაშეებისთვის კონკურენცია გაეწია, თუმცა არა ვლადიმირ ზელენსკისთვის, რომელსაც აქვს სუფთა წარსული. მოსახლეობას სჯერა, რომ ის ანგაჟირებული არ არის, რეფორმები სურს და კორუფციულ სქემებში მონაწილეობას არ მიიღებს. ზელენსკის „პოლიტიკური გამოუცდელობა“, რითაც პოროშენკო ხშირად პედალირებდა, სინამდვილეში, ზელენსკის მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო ამაღლებდა. გარდა ამისა, ყველამ დაინახა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ დებატებში ძალიან ღირსეული ოპონირება გაუწია პეტრო პოროშენკოს, რომელიც გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული