02:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება
5 მიზეზი, რის გამოც პეტრო პოროშენკო არჩევნებში დამარცხდა

სიახლეები

FBI-მ ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევასთან დაკავშირებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" ახსნა

 

 

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გრიფი „საიდუმლო“ ახსნა დოკუმენტებს, რომელიც 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის ვერსიას შეეხება.

 

დოკუმენტების თანახმად, არსებობდა ვერსია, რომ მესამე რეიხის ხელძღვანელი არგენტინაში წყალქვეშა ნავით გაემგზავრა, სადაც მას თავშესაფარი დაახვედრა 6-მა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა. საუბარია ანდის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ რანჩოზე.

 

ვერსიამ მიაღწია ფედერალური ბიუროს მაშინდელი ხელმძღვანელის, ედგან ჰუვერის ყურამდეც, თუმცა მან ეს მტკიცებები არასაკმარისად ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჰიტლერის ძებნა შეუძლებელია.

 

პირველი ანგარიში, სადაც ჰიტლერის გაქცევაზეა საუბარი 1945 წლის 21 სექტემბრით არის დათარიღებული. ოფიციალური ვერსიით, ადოლფ ჰიტლერმა 1945 წლის 30 აპრილს თავი მოიკლა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...