02:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
ტრამპის ულტიმატუმი ევროპას: შეცვალეთ თავდაცვის პოლიტიკა, თორემ რუსეთთან მარტო დარჩებით

სიახლეები

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

 

 

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან შემოსული უცხოური ვალუტის წილს მთლიან შემოდინებაში. საქსტატის მონაცემებით 2018 წელს რუსეთის წილი უცხოური ვალუტის საერთო შემოდინებაში ზემოთ ნახსენები არხებით შეადგინა 19% რაც 4 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ამავე დროს, თურქეთის წილი შემცირდა 11%-დან 2015 წელს 8%-მდე 2018 წელს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ პარტნიორად. ევროკავშირის წილი საერთო შემოდინებაში შეადგენს 24%-ს. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორებია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...