21:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის
ივანე მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა სამუშაო ადგილებს გაზრდის

სიახლეები

Tesla-ს ავტომობილები 2020 წლიდან მეპატრონის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იტაქსავებს

 

2020 წლიდან აშშ-ის ზოგიერთ შტატში რობოტიზებული ტაქსი დაიწყებს მუშაობას, ტაქსოპარკის ორგანიზებას ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გეგმავს. კონცეფცია პრინციპულად ახალია, რადგან პროექტში ელექტრომობილის ყველა მფლობელს შეეძლება ჩართვა.

 

თუ თქვენ თავისუფალ დროს თქვენს ელექტრომობილს წუთობრივი ანაზღაურებით გააქირავებთ, საშუალოდ წელიწადში 30 ათას დოლარს მოიგებთ, თანაც ავტომობილი ავტოპილოტით გადაადგილდება და პროცესი თქვენს ჩართულობას საერთოდ არ მოითხოვს.

 

Tesla-ს მფლობელებს შეეძლებათ, თავად აირჩიონ დროის მონაკვეთი, როცა მათ საკუთარი ელექტრომობილის სხვებისთვის „გაზიარება“ შეეძლებათ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეზღუდონ პოტენციური მომხმარებლების წრე თავიანთი გემოვნების შესაბამისად.

 

Tesla-ს ელექტრომობილის გამოძახება სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ილონ მასკის დათვლით, უახლოეს 1,5 წელიწადში პარკში 1 მილიონი ელექტრომობილი დაგროვდება. იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ელექტრომობილების საკმარისი რაოდენობა არ არის, კომპანია ტაქსოპარკებს საკუთარი ავტომობილებით შეავსებს.

 

მასკმა უკვე განაცხადა, რომ ამგვარი სერვისით სარგებლობა საკმაოდ იაფი იქნება (1 მილის გავლის ღირებულება 0,18 აშშ დოლარი). იმისთვის, რომ ელექტრომობილები სრულად ავტონომიურები გახდნენ, მათში მიკროჩიპი Full Self Driving (Autopilot Hardware 3.0) დამონტაჟდება.

 

მიკროჩპი პასუხისმგებელი იქნება მონაცემთ დამუშავებაზე - ავტოპილოტზე, GPS რადარე, ზებგერითი სენსორების მართვასა და საჭისა და სიჩქარის კონტროლზე.

 

Full Self Driving-ის მიკროსქემა 6 მილიარდი ტრანზისტორისგან და ნეირონული ქსელის ორნაკადიანი ამაჩქარებლისგან შედგება, რომელიც 2 გიგაჰერცი სიხშირეზე ფუნქციონირებს და წამში 72 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს. სქემა აღჭურვილია 600 გიგაფლოპსიანი გრაფიკული მიკროსქემითა და 12 ბირთვიანი ARM Cortex-A7 პროცესორით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...