11:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში
Tesla-ს ავტომობილები 2020 წლიდან მეპატრონის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იტაქსავებს

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის

 

„საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. 

 

მან ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომლებიც ასახულია სარეიტინგო სააგენტოების მიერ გაკეთებულ დასკვნებში. მაგალითისთვის მან მოიყვანა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საპენსიო სისტემა არის რეფორმა, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, იქნება საგარეო რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

 

მან ასევე ხაზი გავუსვა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე. 

 

მისი განცხადებით, რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება, გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა. 

 

„ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი