08:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სეს: არ შეიძინოთ მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში
ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

სიახლეები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - საგამოძიებო სამსახური 4 პირს აკავებს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების  ფაქტებზე, ოთხი პირი  პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ - ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები და მახასიათებლები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 59 000 ლარს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დამკვეთს - მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, რომელმაც თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისი შემოწმების გარეშე, დაადასტურა ხელმოწერით შესრულებული სამუშაოების აქტები.

 

დადგენილი იქნა ასევე, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ერთ-ერთი კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ გაცემული იქნა ყალბი დასკვნები, თითქოსდა, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებთან.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული