13:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ოთარ დანელია: ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამჭვირვალე მართვა
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - საგამოძიებო სამსახური 4 პირს აკავებს

სიახლეები

სეს: არ შეიძინოთ მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

 

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

 

სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად აგრარულ ბაზრებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველეობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათი დაილუქა და ამოღებულია ბაზრიდან, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები და შეუძლებელია მიკვლევადობა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...