სიახლეები
ოთარ დანელია: ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამჭვირვალე მართვა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს ამავე კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, კანონპროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ და გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.
„სახელმწიფოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამჭვირვალე და, რაც მთავარია, რაციონალური მართვა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონი და თანმდევი კანონპროექტები. შეგახსენებთ ასევე შესაბამისი ჩანაწერი შევიდა კონსტიტუციაში, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მიენიჭა განსაკუთრებული სტატუსი, რაც ჩვენთვის - მცირემიწიანი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გარემოება. შესაბამისად, უნდა გავუფრთხილდეთ აღნიშნულ რესურს, რომელიც არ არის განახლებადი“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საკანონმდებლო პაკეტის სხდომაზე წარდგენისას, როდესაც მისი მიღების გარემოებებზე საუბრობდა.
მისი განცხადებით, 1992 წლის შემდეგ, მიწის მართვის მიმართულებით მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა გარკვეული ცვლილებებისა თუ პრიორიტეტების გამო. მართალია მოხდა მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობა, თუმცა თავიდან ვერ იქნა აცილებული ის პრობლემები, რომლებიც დღესაც აქტუალურია დარგში, მათ შორის, მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დაცვის მკაფიოდ განსაზღვრული მექანიზმი, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობის განვითარება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ ერთიანი ბაზა, სადაც მართული იქნება როგორც მიწის ბალანსები, ასევე მისი რაციონალური გამოყენების და დამუშავების კრიტერიუმები, როგორც წამახალისებელი ღონისძიებები, ისე ფერმერთათვის მთელი რიგი შეღავათები, რომლებიც დამატებით სტიმულს გააჩენს დარგში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, კანონპროექტი იწყება პრეამბულით, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწა წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნულ სიმდიდრეს, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული ღირებულების მატარებელია სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზებისათვის.
მსგავსი სიახლეები

12 მაი 2019სოფლის მეურნეობა
მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით

9 მაი 2019სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღინისძიებები გრძელდება

7 მაი 2019სოფლის მეურნეობა
ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
