01:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თავისუფალი საქართველო: ახალი საბაჟო კოდექსი ვერ შეამცირებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს
გლობალური დათბობა სოციალურ უთანასწორობას ზრდის

სიახლეები

რას წერს ჟურნალი New Yorker საქართველოს შესახებ

 

„კავკასიის კულინარიული მუზა“ ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა New Yorker სტატიას აქვეყნებს. ჟურნალის კორესპონდენტმა ლორენ კოლინსმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს გაეცნო.

 

New Yorker-ის ვრცელი სტატია ქართულ კერძებსა და ღვინოს ეძღვნება. 

 

„რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ საქართველო მსოფლიოს უძველესი ღვინის სამშობლოა, სადაც 8 ათასი წლის განმავლობაში მეღვინეობას ეწევიან. აქ თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ღვინოს, რომელიც ტრადიციული მეთოდით ქვევრში ინახება. 

 

საქართველო ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, ეს ქვეყანა 500 ადგილობრივი ვაზის ჯიშით გამოირჩევა.“

 

სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულინარიას.

 

„დანიელი მზარეული რენე რედზეპი საქართველოს აღწერს, როგორც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კულინარიული კულტურის მქონე ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გააუმჯობესოს. 2018 წელს ადმინისტრაციამ უცხოური მედიის 800 წარმომადგენელს უმასპინძლა და ქვეყნის ტურისტული მიმართულება, კულინარია და ღვინო გააცნო.„-წერს ლორენ კოლინსი.

 

New Yorker-ის ჟურნალისტი აღწერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს მოულოდნელი დახვედრა მოუწყვეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...