სიახლეები
თაჯ-მაჰალი: მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებულია 1631-1653 წლებში დაახლოებით 20 000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი გარდაცვლილი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი და მისი ხსოვნის უკვდავყოფის უდიადესი ძეგლი. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.
კუნძული ჟაკლინ კენედისთვის. მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა თავის სატრფოს, ჟაკლინ კენედის, მიუძღვნა კუნძული, რომლის ფართობი 500 აკრს აღემატებოდა. კუნძულს უცნაური ფორმის გამო „სკორპიოსის“ კუნძულს უწოდებენ. მოგვიანებით არისტოტელესა და ჟაკლინის ქორწილი სწორედ ამ კუნძულზე გაიმართა.
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV ცნობილი იყო თვისი გულუხვი საჩუქრებით, თუმცა მან თავის თავს გადააჭარბა, როცა მეუღლეს 1,5 კილომეტრი სიგრძის წავის ბეწვი აჩუქა, რათა მას ახალგაღვიძებულზე ბაღში ფეშიშველს შესძლებოდა გასეირნება.
ვარდები მერლინ მონროსთვის. ბეიზბოლის ვარსკვლავი ჯო დი მაჯიო მერლინ მონროზე სულ რაღაც 9 თვე იყო დაქორწინებული. მსახიობმა მეუღლეს უცნაური რამ სთხოვა: მერლინს სურდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დი მაჯიოს მის საფლავზე ყოველ კვირას მიეტანა ცოცხალი ყვავილები. მიუხედავად იმისა, რომ მერლინის გარდაცვალებისას ყოფილ მეუღლეს მასთან არავითარი ურთიერთობა აღარ აკავშირებდა, დი მაჯიომ პირობა შეასრულა და მომდევნო 20 წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ მიჰქონდა წითელი ვარდები მერლინ მონროს საფლავზე.
ელიზაბეთ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის სიყვარულს ხშირად „საუკუნის რომანს“ უწოდებენ. ბარტონი სატრფოს ხშირად უძღვნიდა ძვირფას საჩუქრებს. ერთხელ მან ელიზაბეთს 70 კარატიანი ბრილიანტი აჩუქა. ბრილიანტი იმდენად ლამაზი და ორგანული იყო, რომ გახდა ძვირადღირებული საჩუქრის იკონური სახე მთელი მსოფლიოსთვის.
მსგავსი სიახლეები

3 ივლ 2019შემეცნებითი
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

5 მაი 2019შემეცნებითი
ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა

4 მაი 2019შემეცნებითი
LAIST: “ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს–ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
