11:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა
საღამოს საკითხავი

სიახლეები

როგორ გავხდეთ დამაჯერებელი მატყუარა?

 

დარწმუნება - ეს ხელოვნებაა. ყოფილი ილუზიონისტი ჟაკ პაჟე, რომელიც საფრანგეთში ცნობილი ბიზნეს-ტრენერია, საუბრობს 5 უნივერსალურ საშუალებაზე, რითაც ადამიანი საკუთარ სიმართლეში უნდა დაარწმუნო, მაშინაც კი, როცა მანიპულაციას და სიცრუეს მიმართავ.  

 

1. დუმილი. ილუზიონისტის მთავარი პრინციპია, რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს პაუზა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ძლიერი პოზიცია აქვს არა იმას, ვინც ბოლომდე იხარჯება, არამედ იმას, ვინც ჩუმად არის. როცა ბევრს ვლაპარაკობთ, ჩვენ თანამოსაუბრეში კრიტიკის სურვილს აღვძრავთ. ადამიანმა, რომელსაც სურს, რომ დამაჯერებელი იყოს, უნდა ისაუბროს ნელა, პაუზებით და მაქსიმალურად ლაკონურად.

 

2. ყოველთვის უნდა ჩანდე მშვიდი. ილუზიონისტმა იცის, რომ სიჩქარე და ფორიაქი, მხოლოდ თეთრ კურდღელს უხდება, ალისას სამყაროდან. მხოლოდ დილეტანტები ფიქრობენ, რომ რაც უფრო სწრაფად გადაადგილდები, მით უკეთეს ეფექტს მიიღებ. ყველაფერი პირიქით არის. როცა ფოკუსს ჩქარა აკეთებთ,  მაყურებელი ეჭვს იღებს. სინამდვილეში, ყველა მოძრაობა უნდა იყოს ნელი და მშვიდი. ასევეა დიალოგსა და მოლაპარაკებაში - ის, ვინც მშვიდად არის და არ ჩქარობს, ყოველთვის უფრო დამაჯერებელი ჩანს.

 

3. არ ამოძრაოთ თავი. ჟაკ პაჟეს დაკვირვებით, დამწყები ილუზიონისტები, რომლებიც მაყურებლის მოტყუებას ცდილობენ, სწორედ იმ მომენტში, როცა მონეტა მარჯვენა ხელიდან მარცხენაში უნდა გადაიტანონ თავს აქნევენ და ეს ეჭვებს აღძრავს. თუ გსურთ დამაჯერებელი იყოთ, გეჭიროთ თავი გამართულად და უყურეთ თანამოსაუბრეს თვალებში. ასევე უნდა აკონტროლოთ ხელები და მიმიკა და მაქსიმალურად მოერიდოთ უნებლიე მოძრაობებს.

 

4. გაიაზრეთ, რომ შეიძლება უსიამოვნო იყოთ. არ დამალოთ გულწრფელი ემოციები, არ სცადოთ თავის მოჩვენება, თითქოს მიგაჩნიათ, რომ თანამოსაუბრე თქვენს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, როცა ეს ასე არ არის. ნებისმიერი მეგობრული ჟესტი შემხვედრი პოზიტიური განწყობით უნდა იყოს გამოწვეული. როცა თქვენ იმაზე კეთილგანწყობილი ხართ, ვიდრე ეს საჭიროა, თქვენი ტექსტი ნაკლებად დამაჯერებელი ხდება. თანამოსაუბრე ეჭვობს, რომ რაღაცას ატყუებთ.

 

5. არ თქვათ „მე“. თუ გსურთ, რომ თანამოსაუბრემ დაიჯეროს ის, რაც მასში ეჭვს აღძრავს. უნდა ეცადოთ და დაანახოთ მას ეს ფაქტი ლოგიკის ჭრილში, და არა თქვენი თვალით. არ სცადოთ, რომ აქცენტი გააკეთოთ „მე“ ნაცვალსახელზე. ინფორმაცია უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ზოგადი, ობიექტური ჭეშმარიტება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი