09:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიუხედავად აშშ-ის გაფრთხილებისა, ბრიტანეთი Huawei-ს 5G ქსელს დაამონტაჟებს
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

სიახლეები

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

 

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში გაზდანადგარებთან მიმართებით.

 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საკმაოდ გახშირებულია ბუნებრივი აირის მილის ონკანების ღია დატოვების შემთხვევები, რაც საფრთხის შემცველია:

 

„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა.

 

ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

 

ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.“, – აცხადებენ  კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

კორონავირუსით განპირობებული ღონისძიებების გავლენა საქართველოზე

4 მაი 2020კვირის გრაფიკი

       Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. კომპანია გუგლმა (Google) პირველად გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული მობილურობის...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი