სიახლეები
Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა 5G ქსელის შექმნისთვის Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამ ფაქტს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოატრლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთვრობა მოითხოვს „სრულ და დეტალურ“ გამოძიებას იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოჟონა ხმამ უშიშროების საბჭოს საიდუმლო სხდომიდან, რომელიც ამ საკითხს მიეძღვნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთში ორშაბათს მიიღეს. კაბინეტის ერთ-ერთი წევრის თქმით, უშიშროების საბჭოს შეხვედრები „წმინდათა წმინდაა“ და ინფორმაციის გაჟონვა ექსტრაორდინალური ფაქტია.
გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Huawei-ს კონსტრუქციას გამოიყენებენ სტრატეგიულად „არაკრიტიკული“ მნიშვნელობის 5G კონსტრუქციებში. გარდა ამისა, ჩინური კომპანია ბრიტანეთში ვერ დაამონტაჟებს ტექნოლოგიებს, რომელსაც შეეძლება მობილური მოწყობილობის იდენტიფიკაცია და მისგან ინფორმაციის გადაცემის კონტროლი.
ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ ასეთი რეგულირების პირობებში Huawei-ს ტექნოლოგიები საფრთხეს არ წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2019ტექნოლოგიები
სამსუნგ გალაქსის ღონისძიება „Unpacked” ხვალ გაიმართება

25 ივნ 2019ტექნოლოგიები
Facebook-ს გლობალური ვალუტის შექმნა სურს

27 აპრ 2019ტექნოლოგიები
პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?
კვირის გრაფიკი
რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?
25 იან 2021კვირის გრაფიკი
უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

