17:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშეა?
Tesla-მ 2019 წლის პირველი კვარტალი სარეკორდო ზარალით დაასრულა

სიახლეები

Facebook ბაზრის რეგულატორთან დავამ 3 მილიარდი დოლარით აზარალა

 

აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურ კომისიაში Facbook-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო ამერიკული კომპანიის ზარალმა 2019 წლის პირველ სამ თვეში 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და ეს რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება.

 

გამოძიება მომხმარებლის უფლებების დარღვევას და მათი პირადი ინფორმაციის სხვა კომპანიებისთვის  გადაცემას შეეხება, სარეკლამო მიზნით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ზარალმა შესაძლოა 5 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

 

Facebook-ის კვარტალური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის ხარჯები 80%-ით არის გაზრდილი - 11,7 მილიარდ აშშ დოლარამდე. მიუხედავად ამისა, გაზრდილია შემოსავლებიც  - Facebook-ის შემოსავალი 2019 წლის პირველ სამ თვეში 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 11,9 მილიარდი დოლარის ნაცვლად.

 

„ჩვენ გვქონდა კარგი კვარტალი, ჩვენი ბიზნესი და საზოგადოება იზრდება. ჩვენ ფოკუსირებული ვართ სოციალური ქსელების მომავლის ჩვენებურ ხედვაზე, რომელიც დამყარებული იქნება კონფიდენციალურობაზე“, - განაცხადეს Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...