10:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ ლარი შეადგინა
საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხის წინაშეა?

სიახლეები

ვლადიმერ პუტინი დონეცკში რუსული პასპორტების გაცემაზე: "ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა? უცნაურია"

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემის წესი გამარტივდა. პუტინს ეს ნაბიჯი პროვოკაციად არ მიაჩნია.

 

„ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა? უცნაურია“, - თქვა პუტინმა. „მაგალითად, პოლონეთი პასპორტებს მარტივად აძლევს პოლონელებს, უნგრეთიც და რუმინეთიც. რით არიან უფრო ნაკლები უკრაინაში მცხოვრები რუსები? მე ამაში არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „ჩვენ, და მე პირადად, შორს ვართ იმისგან, რომ ვინმეს პროვოცირებას ვცდილობდეთ“, - დასძინა პუტინმა.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების მიღების პროცედურას ამარტივებს.

 

კანონი იმოქმედებს უკნაირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები მართავენ.

 

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პუტინს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევაში დასდო ბრალი და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, ხოლო ვლადიმირ ზელენსკის გუნდში განაცხადეს, რომ ცივილურმა მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა დააწესოს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...