10:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მლნ ლარით გაიზარდა
ვლადიმერ პუტინი დონეცკში რუსული პასპორტების გაცემაზე: "ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა? უცნაურია"

სიახლეები

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ ლარი შეადგინა

 

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აპრილისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 209.4 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით მეტი).

 

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 157.4 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 366.8 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.9 პროცენტით).

 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 38.15 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.46 პროცენტული პუნქტით).

 

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.7 პროცენტი.

 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...