16:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი: კიდევ რამდენიმე წელი იქნება უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მლნ ლარით გაიზარდა

სიახლეები

ჯო ბაიდენი: თუ ტრამპს 8 წელს მივცემთ, ის ამერიკის სულს შეცვლის

 

 

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო, წერს The Hill.

 

„ჩვენ ჩვენი ერის სულისთვის ვიბრძვით. თუ ჩვენ ნებას მივცემთ დონალდ ტრამპს, დაჰყოს 8 წელი თეთრ სახლში, ის ერის ხასიათს ფუნდამენტურად და სამუდამოდ შეცვლის.  მე არ შემიძლია გვერდით დავრჩე და ვუყურო იმას, რაც ხდება“, -  განაცხადა ბაიდენმა.

 

ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიისთვის სახსრების შეგროვება უკვე დაიწყო. 76 წლის ბაიდენი ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრია. ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2009-2017 წლებში, ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში იკავებდა.

 

საინტერესოა, რომ ეს ბაიდენისთვის ოვალური კაბინეტის დაკავების რიგით მესამე ცდა იქნება: 1988 და 2008 წლებში მას საპრეზიდენტო კამპანიამ წარმატება არ მოუტანა, 2008 წელს კი ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობა შვილის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო.

 

ამჟამად ჯო ბაიდენი და სენატორი ვერმონტის შტატიდან ბერნი სანდერსი დემოკრატებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი მოწინააღმდეგე ერთ-ერთი მათგანი იქნება. „მძინარა ჯო ბაიდენი“, - ასე მოიხსენიებს ოპონენტს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...