13:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას“

სიახლეები

კახა კალაძე: გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას

 

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

კახა კალაძის განცხადებით, შახტი იქვე არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.                                    

 

„გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას დაახლოებით, სამ თვეში მოვაგვარებთ. შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, შახტის გადატანით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

 

„სავენტილაციო შახტი დაახლოებით, შვიდი მეტრი დიამეტრისა და 36 მეტრი სიღრმისაა. მისი მეშვეობით გვირაბების ვენტილაცია-განიავება ხდება. შახტი იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გამწვანების თარგის ტერიტორიაზე გადავა და იგი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს. აღნიშნულის შედეგად შევძლებთ, ტერიტორიაზე მოძრაობა აღვადგინოთ, სადაც ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობას დაბრკოლების გამო, შემოვლა უწევდა“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს.

 

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.

 

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული