02:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Microsoft-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია
სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

სიახლეები

ტრამპი: ჩვენ ბირთვულ იარაღზე უარი უნდა ვთქვათ

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მ, რუსეთმა და ჩინეთმა ბირთვულ შეიარაღებაზე უარი უნდა თქვან. ასეთი განცხადება ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

„მე დღეს ვნახე, როგორ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ ახარებს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის საკითხში აშშ-ისთვის დახმარების შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ უარი უნდა ვთქვათ ბირთვულ იარაღზე. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ. რუსეთმა უარი უნდა თქვას ბირთვულ იარაღზე. ჩინეთმაც უარი უნდა თქვას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

იქამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღის შეზღუდვის პროექტზე მუშაობს, რომელშიც რუსეთისა და ჩინეთის ჩართვა სურს. „პრეზიდენტმა გასაგებად თქვა, რომ, მისი აზრით, ბირთვულ იარაღზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ეს უნდა მოხდეს ჩინეთისა და რუსეთის ჩართულობით“, - ციტირებდა სააგენტო თეთრ სახლში თავისი წყაროს სიტყვებს.

 

მოკლე და საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს შორის მარტში დასრულდა. შესაძლოა ტრამპის ახალი პროექტი ამ შეთანხმების ალტერნატიული ვარიანტი იყოს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...