22:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ემანუელ მაკრონი: საჭიროა შენგენის ზონის მასშტაბური რეორგანიზაცია
ტრამპი: ჩვენ ბირთვულ იარაღზე უარი უნდა ვთქვათ

სიახლეები

Microsoft-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია

 

კომპანია Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალური ანგარიში ექსპერტების მოლოდინზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.

 

ამ მიღწევით Microsoft გახდა რიგით მესამე საჯარო კომპანია, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონს აღემატებოდა. პირველი ორი Amazon და Apple-იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ კომპანიის აქციები მცირედ შემცირდა, ახლა Microsoft-ს საუკეთესო პერიოდი აქვს. 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი სერვისების (Azure) მნიშვნელოვანი წარმატების გამო.

 

19%-ით გაიზარდა Microsoft-ის სუფთა მოგება 2019 წლის პირველ სამ თვეში და 8,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 

Microsoft წარმატებულ ოპერირებას აგრძელებს მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო - ის ცდილობს შეამციროს Microsoft-ის დამოკიდებულება ოდესღაც დომინანტ Windows ოპერაციულ სისტემაზე.

 

ახლა მათი ძლიერება იმაშია, რომ მაშინ, როცა Apple-ის შემოსავლის 50%-ზე მეტი iPhone-ების გაყიდვით შემოსული ფულია, Microsoft დივერსიფიცირდა და 2018 წელს Windows-მა მისი შემოსავლის მხოლოდ 18% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...