20:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა
Microsoft-ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია

სიახლეები

ემანუელ მაკრონი: საჭიროა შენგენის ზონის მასშტაბური რეორგანიზაცია

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შენგენის ზონის რეფორმირებაა საჭირო, რადგან, მისი თქმით, დევნილთა აგდანაწილების დუბლინის შეთანხმება აღარ მუშაობს.

 

ინიციატივა ემანუელ მაკრონმა ნაციონალური დებატების მიმდინარეობისას გააჟღერა. მაკრონმა ბრალი დასდო შენგენის ზონის მთელ რიგ სახელმწიფოებს, კონკრეტული ქვეყნების დასახელების გარეშე, რომ ისინი საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხში ნაკლებ სოლიდარობას იჩენენ. რასაკვირველია, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იგულისხმა (უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი).

 

„საჭიროა შენგენის მასშტაბური რეორგანიზაცია, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება მცირე რაოდენობის ქვეყნებს მოუწევთ“, - თქვა მაკრონმა. „შენგენის საერთო საზღვრები, დუბლინის შეთანხმება აღარ მუშაობს“, - მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი. საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საიმიგრაციო საკითხების მოგვარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის გლობალურ ცვლილებასთნ ბრძოლა.

 

დუბლინის დებულების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული თავშესაფრის მაძიებელი პირები შესაძლოა მესამე ქვეყანაში იქნენ განაწილებული. თუ წევრი ქვეყანა, რომელსაც განცხადებით მიმართეს, ჩათვლის, რომ მესამე ქვეყანა შეძლებს აიღოს პასუხისმგებლობა ევროკავშირის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შესრულებაზე და თანახმაა ამაზე, მაშინ მაძიებელი გადამისამართდება ამ ქვეყანაში. 

 

დებულება ივალისწინებს მკაცრი კონტროლი დაწესებას თავშესაფრის მაძიებელთა  განცახდებაზე სწრაფი რეაგირების, სათანადო პირობების შექმნის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პირობების გაუმჯობესების, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...