17:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?
28-29 აპრილს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

სიახლეები

აშშ-ის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტი წარადგინეს

 

აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია წარმომადგენელა პალატაში (ქვედა პალატა) ინიცირებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტი მოამზადა რესპუბლიკელმა (რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობაში არიან) კონგრესმენმა მარკვეინ მალინიმ. დოკუმენტის თანახმად, შემზღუდავი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ზოგადად სამთავრობო სტრუქტურის, ისე ცალკეულ მთავრობის წევრების ან ყოფილი წევრების წინააღმდეგ, ვინც ამერიკელი ბიზნესმენებისთვის ხელის შემშლელ საქმიანობაში იქნებიან შემჩნეული.

 

ანტისამთავრობო სანქციები გულისხმობს საქართველოსთვის კრედიტების გამოყოფისა და ფინანსური დახმარების შეწყვეტას. მთავრობის მოქმედი ან ყოფილი წევრებისთვის კი კანონპროექტი ითვალისწინებს ქონების დაყადაღებას, საჯარიმო სანქციებსა და ვიზების ანულირებას.

 

დოკუმენტის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს ზომები უნდა გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ ბიზნესზე მოხდება ზეწოლა, ხელი შეეშლება მას ან არ შესრულდება ბიზნესის წინაშე აღებული ესა თუ ის ვალდებულება. დიდი ალბათობით, კანონპროექტი არ დამტკიცდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...