00:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
აშშ-ის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტი წარადგინეს

სიახლეები

პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?

 

შვეიცარიის მთავრობამ მონიტორინგის სპეციალური სისტემა დააწესა, რათა 5G ქსელთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშები გააქარწყლოს. შვეიცარიელები ფიქრობენ, რომ ახალი თაობის ინტერნეტის ანტენები ძალიან ძლიერად ასხივებს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

 

გასულ კვირას შვეიცარია გახდა მსოფლიოს რიგით მესამე ქვეყანა კორეისა და აშშ-ის შემდეგ, სადაც მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტია ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ეს მოვლენა შეშფოთებას იწვევს.

 

მინისტრთა კაბინეტმა დაავალა გარემოს დაცვის ფედერალურ სამსახურს, შეისწავლოს 5G ქსელთან დაკავშირებული რისკები და გაზომოს ე.წ. არაიონიზირებადი რადიაციის დონე, შემდეგ კი ეს ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდოს.

 

5G მომსახურებები შვეიცარიაში აუქციონის წესით მოიგო სამმა კომპანიამ: Salt, Sunrise და Swisscom. ახალი თაობის ინტერნეტის აღჭურვილობის საერთო ფასი 377 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს და ის უახლოეს 1 წელიწადში დამონტაჟდება. ახალი ტექნოლოგია ინტერნეტის სიჩქარეს 10-12-ჯერ გაზრდის.

 

ფიზიკოსების ერთი ჯგუფი 5G სტანდარტის შემოტანას სკეპტიკურად უყურებს. ჯერ კიდევ 2015 წელს მათ შექმნეს ვებგვერდი EMFscientist.org და გამოაქვეყნეს პრეს-რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნისა და გენეტიკური მუტაციების რისკს ზრდის, უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე.

 

ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ქსელმა ვირთხებში სიმსივნის განვითარება დააჩქარა. ასე რომ, მეცნიერებს ჯერ კიდევ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ 5G ინტერნეტი უსაფრთხოა.

 

სამართლიანობისთვის უნდა პარალელურ კვლევაში, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ამორიკულმა საზოგადოებამ ჩაატარა, ნათქვამია, რომ  მობილური ინტერნეტი კიბოს განვითარებაზე არ მოქმედებს და სმარტფონების სუსტი რადიაცია მოლეკულებზე სერიოზული გავლენის მოსახლდენად საკმარისი არ არის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული