21:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულის“ ბილეთებს გადამყიდველები 1500 ლარად ყიდიან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სიახლეები

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს. ულტრამემარჯვენეებმა ხმების 10% მიიღეს

 

 

ესპანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ვერ მიიღო აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გადაწყვეტილებების მიღებისთვის იქნებოდა საკმარისი.

 

იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, სოციალისტურ პარტიას კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს. ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების მთავარი სენსაცია გახდა ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის წარმატება - მათ ხმათა 10%-ზე მეტი მიიღეს და პარლამენტში ისტორიაში პირველად მოხვდნენ.

 

სოციალისტების მიერ მიღებულმა ხმებმა, საერთო ჯამში, 28,7% შეადგინა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ კი, რომელიც ფრანკოს დიქტატურის შემდეგ სტაბილურად ეცილება სოციალისტებს ქვეყნის მართვაში, არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა და ხმების მხოლოდ 16,7% მიიღო.

 

ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, ესპანეთში მკვეთრად გაიზარდა ნაციონალისტური, რადიკალურად განწყობილი ძალების გავლენა. პარტია Vox გამოდის მულტიკულტურულობის, ფემინიზმისა და იმიგრაციის წინააღმდეგ. ექსპერტთა აზრით, შემაშფოთებელია, რომ პარლამენტში მათ 24 მანდატი ექნებათ.

 

სოციალისტები ესპანეთის პარლამენტში 123 ადგილს დაიკავებენ, მემარცხენეები - 42-ს. დიდი ალბათობით, მმართველ გუნდს სწორედ სოციალისტებისა და მემარცხენეების კოალიცია ჩამოაყალიბებს. უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის ესპანეთის 350 ადგილიან პარლამენტში 176 მანდატია საჭირო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...