11:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: რამდენად მყარია შენი ცოდნა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით?
„შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულის“ ბილეთებს გადამყიდველები 1500 ლარად ყიდიან

სიახლეები

საქართველო ATM 2019-ში მონაწილეობს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM 2019 მონაწილეობს.

 

გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

 

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 40-მდე ქართული კერძო კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე თბილისის მერია მონაწილეობს.

 

გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება საქმიანი შეხვედრები გამართონ უცხოელ კოლეგებთან.

 

ATM 2019-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს მიმართულებას, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტებს და კურორტებს.

 

დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია არის წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასია.

 

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა და კერძო სექტორის ინტერესი ძალიან მზარდია, ჩვენ გამოფენაზე 35-ზე მეტ ტურისტულ კომპანიასთან ერთად ვიმყოფებით და მათ წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაამყარონ კონტაქტები ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან. სპარსეთის ყურის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტების რიცხვი მზარდია. გამოფენის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიის, მათშორის: Air Astana, Salam Air, Flydubai, Emirates Airline-ის წარმომადგენლებთან. “ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი