02:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან
ტესტი: რამდენად მყარია შენი ცოდნა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით?

სიახლეები

ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი აღარ არის

 

 

2018 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 1,8 ტრილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ 2,6%-იან ზრდას ნიშნავს,  - ინფორმაციას ამის შესახებ გლობალური პრობლემების კვლევის სტოქჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.

 

2006 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი: გასულ წელს რუსეთმა თავდაცვის სფეროში 61,4 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც 2017 წელს მათ მიერ ამავე სფეროში გაწეულ ხარჯებს 3,5%-ით ჩამორჩება.

 

ამჟამად რუსეთი ლიდერთა რეიტინგში მხოლოდ მეექვსე ადგილს იკავებს. პირველ ხუთეულს ინაწილებენ: აშშ, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი და საფრანგეთი. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს სამხედრო ხარჯების 60%-ზე მეტი.

 

აშშ-ის ხარჯვის მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ 4,6%-ით გაიზარდა, სარეკორდო 649 მილიარდ აშშ დოლარამდე. საერთო ჯამში, 2018 წელს გლობალური ხარჯები თავდაცვის სფეროში ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო (SIPRI სტატისტიკურ მონაცემებს 1988 წლის შემდეგ აგროვებს).

 

„2018 წლის თავდაცვით ხარჯები 76%-ით აღემატება 1998 წლის მაჩვენებელს, როცა ცივი ომის პერიოდში სამხედრო სფეროში აქტივობა შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში. ამჟამად სამხედრო სფეროში დახარჯული ფული გლობალური მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს, რაც ყოველ ადამიანზე 229 დოლარის დახარჯვის ეკვივალენტია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...