01:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
16 ივნისს Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება
Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა სანაძლეოში 1 მილიარდი იუაინი წააგო

სიახლეები

სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება

 

სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

 

გადაწყვეტილება სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ჩატარდა. კონფერენციაში სახელწოდებით „XXI საუკუნის სარეაბილიტაციო ტექნოლოგიური ინოვაციები“ მონაწილეობა სამედიცინო დარგში საქართველოს და საერთაშორისო აკადემიური წრეების 120-მდე წარმომადგენელმა, ასევე, მსოფლიოში აღიარებულმა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ, იტალიის მაღალინტენსიური ლაზერული მაღალინტენსიური თერაპიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია “Asalaser“ და ანტიგრავიტაციული სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი  წამყვანი ამერიკული კომპანია “Alter Ge“.

 

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესახებ იმსჯელეს. ტურუსტების მოზიდვის მიზნით, აქცენტი გაკეთა საქართველოში არსებულ სამკურნალო კურორტებსა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მსოფლიო გამოცდილებით ყველა ცნობილ საკურორტო ზონაში წამყვანი ადგილი სამედიცინო სპა კომპლექსებს უჭირავს. მათი მოწყობა და თანამედროვე დონეზე ფუნქციონირება შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. საუბარია სამკურნალო სამედიცინო აპარატურით რეაბილიტაციისა და აღდგენითი თერაპიის სრულ კურსზე.

 

კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ და  „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“ არიან აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიუხედავად ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაავადებების შემდგომი რებილიტაცია.

 

მსოფლიოში არსებული სარეაბილიტაციო  ინოვაციური ტექნოლოგიებით (მაღალინტენსიური ლაზერი, რობოტიზირებული მრავალტალღოვანი ლაზერი, უახლესი მაგნიტოთერაპია და დარტყმითტალღოვანი თერაპია, ანტიგრავიტაციული აღდგენითი თერაპია და სხვ.)   „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის“ შემდეგ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელი ცენტრი აღიჭურვება.

 

კონფერენციაზე საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიბმა უახლესი თანამედროვე სამედიცინო მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო აპარატურა წარმოადგინეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული