21:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება - გადაცემის ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

სიახლეები

Marriott-მა სახლების მოკლე დროით გაქირავების სერვისი შექმნა

 

 

კომპანია Marriott International-მა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფლობს სასტუმროების ქსელს, წარადგინა სახლის დაქირავების საკუთარი ონლაინ სერვისი. ინფორმაცია კომპანიის ახალი სერვისის შესახებ Marriott International-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

 

Marriott დაეხმარება გამქირავებლებსა და პოტენციურ მოქირავნეებს, მოკლე დროით იქირავონ სახლები ტურისტული ან სხვა მიზნით. სერვისი თავდაპირველად ევროპის, აშშ-ისა და ლათინული ამერიკის ქვეყნებში იმუშავებს.

 

როგორც პუბლიკაციიდან ვიგებთ, საუბარია ძირითადად ელიტარულ სახლებზე. სერვისი მომდევნო კვირიდან ამუშავდება. ის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა 2018 წელსაც, თუმცა ძალიან მცირე მასშტაბით.

 

Marriott International არ არის მსოფლიოს პირველი მსხვილი კომპანია, რომელიც კერძო სახლების გაქირავებით დაკავდა. ამერიკული Airbnb მსგავს სერვისს უკვე დიდი ხანია სთავაზობს მომხმარებელს, მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. სწორედ მასთან მოუწევს Marriott-ს კონკურენციაში შესვლა.

 

ამასთან, Airbnb სთავაზობს მსურველებს არა მხოლოდ სახლებს, არამედ ბინებსაც, ნებისმიერ საფასო კატეგორიაში. მსგავსი სერვისების შექმნას უახლოეს მომავალში გეგმავენ Hilton Worldwide და Hyatt Hotels.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი