სიახლეები
Facebook სასაფლაო: მიცვალებულთა პროფილების რაოდენობა ცოცხლებისას 21-ე საუკუნეშივე გადააჭარბებს
მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის განვითრების დინამიკა შეისწავლა და დაადგინა, რომ რამდენიმე წელიწადში Facebook-ზე მიცვალებულთა პროფილების რაოდენობა ცოცხალი ადამიანების რაოდენობას გადააჭარბებს.
სოციალურ ქსელში უკვე არის 50 მილიონზე მეტი მემორიალური ექაუნთი, დროთა განავლობაში კი, რასაკვირველია, ეს რიცხვი გაიზრდება, თუმცა რამდენად ჩქარა? ბრიტანელმა მათემატიკოსმა დევიდ ვოთსონმა და მისმა კოლეგამ, კარ იომანმა, შეისწავლეს Facebook-ის „გარდაცვლილთა სეგმენტის“ დინამიკა და გამოთვალეს უახლოესი ათწლეულების პერსპექტივები.
2100 წლისთვის Facebook-ზე მემორიალური პროფილების ოდენობა მინიმუმ 1,4 მილიარდს მიაღწევს. მეცნიერებმა მედველობაში მიიღეს ორი სცენარი. ერთის თანახმად, Facebook შეინარჩუნებს არსებულ აუდიტორიას. მეორე სცენარის მიხედვით კი სოციალური ქსელის აუდიტორია არსებული ტემპით გაიზრდება (ასეთ შემთხვევაში გარდაცვლილთა ექაუნთების რაოდენობამ შესაძლოა 5 მილიარდს მიაღწიოს).
რასაკვირველია, მოვლენათა განვითარების ორივე ვარიანტი გულისხმობს მოცემულობას, როცა სოციალური ქსელი ნარჩუნდება ამავე ფორმით და ის რამე უფრო „თანამედროვეთი“ არ ნაცვლდება.
გარდა ამისა, მეცნიერებმა გაითვალისწინეს გაეროს დემოგრაფიული პროგნოზებიც. გაირკვა, რომ ორივე შემთხვევაში Facebook-ზე მიცვალებულთა რაოდენობა ცოცხლებისას 21-ე საუკუნის მესამე მესამედში გადააჭარბებს, თუმცა თუ Facebook გაფართოვდება, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი აზიისა და აფრიკის რეგიონებიდან იქნება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - ინდოეთისა და აზიის სხვა რეგიონებიდან (ბანგლადეში, ინდონეზია და ა.შ).
ეს ტენდენცია მომავალში მთელ რიგ ეთიკურ, იურიდიულ და პრაქტიკულ პრობლემას შექმნის. ვოთსონი ამბობს, რომ სოციალურმა ქსელმა უნდა მოიწვიოს ბიოეთიკოსები, სოციოლოგები, არქეოლოგები და ისტორიკოსები, და იმსჯელოს, რას იზამს, როგორ მოექცევა იმ უდიდეს ინფორმაციას, რასაც გარდაცვლილები სოციალურ ქსელში ტოვებენ.
მსგავსი სიახლეები

3 ივლ 2019შემეცნებითი
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

5 მაი 2019შემეცნებითი
ჯგუფ Queen-ის წევრების ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქონებას გადააჭარბა

4 მაი 2019შემეცნებითი
LAIST: “ხაჭაპური, ანუ სომხური პიცა ლოს–ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია”
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
