03:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა
როგორია საქართველოში ქალთა და მამაკაცთა დემოგრაფიული ბალანსი?

სიახლეები

ინდოეთის არმიის ოფიციალურმა Twitter-მა დაწერა, რომ თოვლის კაცის რეალური ნაკვალევი აღმოაჩინეს (ფოტოები)

 

ინდოეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს თოვლის ადამიანის, იგივე იეტის რეალური ნაკვალევი. სოციალურ ქსელში ინდოეთის არმიის ოფიციალური Twitter-ის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

არმიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა მიკრობლოგი, რომელშიც საუბარია, რომ ჰიმალაიში სამხედრო მოსამსახურეებმა აღმოაჩინეს „საეჭვო ნაკვალევი“ და ის სავარაუდოდ „მითოლოგიურ არსება იეტის ეკუთვნის“. პოსტს თან ახლავს ფოტომტკიცებულებები.

 

„სამთო ექსპედიციაში ინდოეთის არმიამ, მაკალუს ბაზასთან ახლოს, ჰიმალაიში, მითიური არსების საეჭვო ნაფეხურები შეამჩნია, ზომმით 81х38 სმ. აქამდე თოვლის კაცის ნაკვალევი მხოლოდ მაკალუ-ბარუნის ნაციონალურ პარკში იყო შემჩნეული“, - დაწერა არმიის პრეს-სამსახურმა.

 

იეტი ანუ თოვლის კაცი, ასევე კანჩენჯანგის დემონი - არის ჰიმალაიში მცხოვრები ორ ფეხზე მოსიარულე ბალნიანი მითური არსება, რომელიც ცნობილია თოვლში დატოვებული ნაკვალევის ფოტოებით. ადგილობრივი შერპას ტომის ენაზე იეტი ნიშნავს კლდის ცხოველს. მას აღწერენ, როგორც ორიდან სამ მეტრამდე სიმაღლის და 200 კილოგრამზე მძიმე არსებად, რომლის ნაფეხურებიც 43 სანტიმეტრამდე აღწევს.

 

სინამდვილეში, მეცნიერთა აზრით, ეს არის ტიბეტური მურა დათვის ნაკვალევი, რომელიც 2 მეტრამდე იზრდება და ხშირად გადაადგილდება ორ ფეხზე. Twitter-ის მომხმარებლები აღაშფოთა იმან, რომ არმიის ოფიციალური გვერდი მითების გავრცელებას უწყობს ხელს. ინდოეთის არმიამ არნახული კრიტიკა დაიმსახურა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...