05:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: “ქართული წარმოების მხარდასაჭერად ვიწყებთ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს“
„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა

სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთიდან ახალი ავიამიმართულებები დაანონსა

 

ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის ქალაქ დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება. მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის შედგა.

 

შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ATM-2019 ფარგლებში გაიმართა. 

 

დამამი საუდის არაბეთის რიგით მე-3 ქალაქია, საიდანაც 2019 წლის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Flynas ფრენებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შეასრულებს, ავიარეისები კვირაში 3-ჯერ განხორციელდება. ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო.

 

რეისები რიადიდან კვირაში 4-ჯერ, ხოლო ჯედადან კვირაში 3-ჯერ სრულდება. 

 

თბილისის პარალელურად ზაფხულის სეზონზე რიადიდან ბათუმის მიმართულებითაც კვირაში 3-ჯერ ავიარეისები შესრულდება. ამის შესახებ შეთანხმება მარიამ ქვრივიშვილსა და ბანდერ ალმოჰანას შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა. 

 

მარიამ ქვირივშვილმა და ბანდერ ალმოჰანამ სეზონური ავიარეისების პარალელურად რეგულარული ავიარეისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ავიაკომპანია Flynas საქართველოში ფრენების მიმართულებით წარმატებული სტარტი აქვს აღებული.

 

Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება. 

 

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა. 

 

სტატისტიკური მონაცემებით, საუდის არაბეთიდან საქართველოში 2019 წლის 3 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +52.8% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან

29 აპრ 2019კვირის გრაფიკი

 ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია. ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მისაღებად 20 ათას ადამიანზე...

პოპულარული