სიახლეები
კობა გვენეტაძე: ლარში გაცემული იპოთეკური სესხები 32%-ით არის გაზრდილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბანკო რეგულაციების გავლენა იყო საკრედიტო პორტფელზე.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რეგულაციების შედეგი ზუსტად ის არის, რასაც ელოდნენ:
"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღების მიზანი იყო, რომ გაჯანსაღებულიყო ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა მსესხებელსა და გამსესხებელს შორის. ეს ურთიერთობება, ვთვლით, რომ ორმხრივი და ჯანსაღი უნდა იყოს. ანუ სესხები, რომლების გაცემაც ხდება, წინასწარვე არ უნდა იყოს განწირული იმისათვის, რომ მათი გადახდა ვერ მოხდება. მსესხებლის ფინანსური სიტუაცია სესხმა გონივრული შეფასებისას არ უნდა გააუარესოს.
როდესაც ჩვენ ვაანალიზებდით იმ სიტუაციას, რომელიც იყო, შევხედეთ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს და ცხადი გახდა, რომ შინამეურნეობის სესხები ძალიან სწრაფად იზრდებოდა და, გარკვეულწილად, იცვლებოდა ის სტრუქტურა, რომელიც არსებობდა ზოგადად სესხების პორტფელში კორპორატიულ სესხებს, მცირე და საშუალო სესხებს და საცალო სესხებს შორის. ძალიან ხშირად არის ხოლმე ნათქვამი, რომ როდესაც არის მოთხოვნა, ის არ გაქრება და სადღაც წავა, მაგრამ ავიწყდებათ ხოლმე ერთი ფაქტორი: როდესაც მიწოდება არის გაიოლებული, ეს თავად ქმნის პრობლემას, რომ ეს მიმართულება არაჯანსაღად განვითარდეს.
როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ ამა თუ იმ ცვლილებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა შედეგებს ველით აქედან. ეროვნული ბანკი არის ორიენტირებული საშუალოვადიან და გრძელვადიან შედეგებზე. ის, რომ რაღაცა პროცესი ხელს უწყობს მოკლევადიან პერიოდში თუნდაც მშპ-ს მაღალ ზრდას, მაგრამ ამან შეიძლება შემდეგ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, უკვე არის ნიშანი იმის, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ პრინციპით ისარგებლა ეროვნულმა ბანკმა. ეს რეგულაციები ცალსახად დადებითი იქნება.
როდესაც შეფასებებს ვაკეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მოხდებოდა, თუ ეს არაჯანსაღი სიტუაციები გამოიწვევდა ფინანსურ კრიზისს.
პირველი კვარტლის შედეგებს თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მიმართულება არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენ ვფიქრობდით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება.
თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, დიახ, არის სამომხმარებლო სესხების შემცირება, მაგრამ ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, რომ სამომხმარებლო სესხები აბსოლუტურად არაჯანსაღად იზრდებოდა.
სესხების გადამისამართება სამომხმარებლო სესხებიდან ბიზნეს სესხებში, ეს არის ის ცალსახა ტრენდი, რაც გამოიკვეთა. ამავე დროს, არის ლარით გაცემული სესხების გაცილებით მეტად ზრდა და ეს განსაკუთრებით შეეხება ლარში გაცემულ იპოთეკებს. პირველ კვარტალში ლარით გაცემული იპოთეკები 32%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მსგავსი სიახლეები

15 მაი 2019ბანკები და ფინანსები
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა

13 მაი 2019ბანკები და ფინანსები
კობა გვენეტაძე: ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა

7 მაი 2019ბანკები და ფინანსები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
კვირის გრაფიკი
საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!
9 დეკ 2019კვირის გრაფიკი
გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...
რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკ 2019კვირის გრაფიკი
მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...
ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოე 2019კვირის გრაფიკი
საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...
პოპულარული

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქ ტურინში იტალიური საავტომობილო კომპანია IVECO-ს საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა
22 ნოემბერი, 2019ტრანსპორტი
