09:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე - საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკოტურიზმში
ჩინეთის სუსტი ეკონომიკური პარამეტრების ფონზე მსოფლიოში ოქროს ფასი გაიზარდა

სიახლეები

დედაქალაქში დამატებით 220 ავტობუსის შემოყვანაზე ტენდერი დასრულდა

 

 

დედაქალაქში დამატებით, 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.

 

„ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რადგანაც გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლებასა და მეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა  საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს, რომლებიც უახლოეს მომავალში უკვე მოსახლეობას მოემსახურება.

 

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გვექნება. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია და ისინი თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან, რაც მინდა მოგილოცოთ. ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა 8-მეტრიანი ავტობუსების ფოტოებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული და ამაში მოსახლეობაც ჩაერთვება.

 

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებაც იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელი არ შემოვიდეს.

 

„ავტობუსები ევრო 6-ის დიზელზე მომუშავეა, როგორც ევროპულ ქალაქებშია. ჩვენ შესყიდვის დროს ყველა სტანდარტს ვითვალისწინებთ. ასევე, აუცილებელია საწვავის საკითხიც. ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ, რადგან ამ ტიპის ავტობუსებს სპეციალური, მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული