04:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის დამტკიცდა
მამუკა ბახტაძე - საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკოტურიზმში

სიახლეები

 Daily Telegraph: ევროპარლამენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს

 

 

ევროპარლამენტის არჩევნებში შესაძლოა პუტინმა გაიმარჯვოს, უდიდესი ალბათობით, ეს ასეც მოხდება, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ის მიმომხილველი კონ კოხლინი.  

 

კოხლინის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის არსებული შესაძლებლობების შეფასება და გამოყენება, მაშინაც კი, როცა თითქმის დაუძლეველი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე.

 

სააგენტოს მიაჩნია, რომ პუტინი ევროპარლამენტის უახლოეს არჩევნებში ევროპაში თავისი პოზიციების გამყარების შანსს ხედავს და მას ხელიდან არ გაუშვებს. ის, რომ რუსეთს ევროპაში ინტერესი აქვს და მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს, ახალი არ არის. ამჯერად, კოხლინის თქმით, პუტინი ჩარევის ნებისმიერ ფორმას გამოიყენებს.

 

რუსეთი შეეცდება მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში არსებულ მოკავშირეებს და  ეს პრორუსული ბლოკი ევროპარლამენტში გაიყვანოს, როგორც მისთვის სასურველი იდეების გამხმოვანებელი.

 

მოსკოვს უკვე აქვს კარგი ურთიერთობა უნგრეთისა და ბულგარეთის მმართველ პოლიტიკურ ძალებთან, რაც ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ხარისხს აზარალებს. უნგრეთმა სოლსბერის ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, ხოლო ბულგარეთმა - საერთოდ არავინ.

 

ასევე, რუსეთის მიმართ აქტიურ სოლიდარულობას იჩენს სლოვაკეთი. რუსეთის ყურადღების ცენტრშია ჩეხეთიც, სადაც რუსეთი პრემიერ-მინისტრ მილოშ ზემანთან და პრეზიდენტ ანდრე ბაბიშთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს.

 

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი პოტენციურ მოკავშირეებს ხედავს პოპულისტურ პარტიებშიც, როგორებიცაა: იტალიური პარტია „ლიგა“, ავსტრიული „თავისუფლების პარტია“ და ა.შ.

 

თუ ვლადიმერ პუტინი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ საკმარის მხარდამჭერებს მიიღებს, შესაძლოა ევროკავშირში ანტირუსული დამოკიდებულებები მკვეთრად შერბილდეს, წერს კოხლინი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან

29 აპრ 2019კვირის გრაფიკი

 ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულშია. ევროსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მისაღებად 20 ათას ადამიანზე...

პოპულარული