12:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის ყველა რაიონში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა
Daily Telegraph: ევროპარლამენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს

სიახლეები

ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის დამტკიცდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის.

 

მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 590 რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 540-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საშუალოდ 9%-ით იზრდება. ავიარეისები 2 ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA summer season 2019) განხორციელდება 52 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ანკარა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუქარესტი, დამამი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, ვორონეჟი, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ნურ-სულთანი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სამარა, სალონიკი, სანქტ-პეტერბურგი, სოჭი, სტამბული, ურუმჩი, უფა, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი და ჰურგადა. 

➡ http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA summer season 2019) განხორციელდება 28 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბაზელი, ბარი, ბარსელონა, ბერლინი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, გდანსკი, დორტმუნდი, ეინდჰოვენი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, კოპენჰაგენი, კრაკოვი, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი და ტალინი. 

➡ http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA summer season 2019) განხორციელდება 14 მიმართულებით, ესენია: ბაქო, დუბაი, ეკატერინბურგი, თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, რიადი, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული და ყაზანი. 

➡ http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA summer season 2019) განახორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან - თურქმენბაში) და სტამბული (თბილისიდან - იზმირი). 

➡ http://www.gcaa.ge/geo/cargofly.php

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული