21:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა მოხდება, თუ დედამიწაზე არსებული მუდმივი ყინული სრულად დადნება? (ვიდეო)
სოფო კილაძე: "კიდევ უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდეს სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანები"

სიახლეები

კობა გვენეტაძე შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეგიონალურ შეხვედრებს განაგრძობს. კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. კობა გვენეტაძემ პირადად გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ესაუბრა ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე.

 

შეხვედრა რომელიც გორში, სასტუმროში „ლაქი" გაიმართა, შიდა ქართლის რეგიონის კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

"ჩვენ  ბიზნესის წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა გვქონდა, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი შეხვედრის შემდეგ ვმართავთ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ეს არიან კომპანიები, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტების სერვისებით. ძირითადი კითხვები ინფლაციასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე, ვისაუბრეთ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე და მცურავი  გაცვლითი კურსის უპირატესობაზე. იყო შეკითხვები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რაზეც ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ავხსენით დეტალები საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, საუბარია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალურია, მოვისმინეთ მათი კომენტარები და მივაწოდეთ ამომწურავი პასუხები ამ თემაზე. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ საზოგადოებისათვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.

 

კობა გვენეტაძემ ბიზნესმენთა შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...