18:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი შემცირდა
უშიშროების საბჭოს სხდომიდან ინფორმაციის გაჟონვის გამო ტერეზა მეიმ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დაითხოვა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

2 მაი 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილის მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელი სარა კროფტი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თანამდებობიდან დაითხოვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, გევინ უილიამსონი, - ინფორმაცია მთავრობის კანცელარიამ გაავრცელა. მინისტრი თანამდებობას დაემშვიდობა იმის გამო, რომ ქვეყნის უშშროების საბჭოს უკანასკნელი სხდომიდან ინფორმაციამ პრესაში გაჟონა. კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი მთავრობაში არ დააკონკრეტეს, თუმცა, დიდი ალბათობით, იგულისხმება პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭომ 5G ქსელის შექმნასთან დაკავშირებით Huawei-სთან თანამშრომლობას დაუჭირა მხარი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ცენტრალური ბანკი) ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ვერ ხედავს საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ან შემცირების საჭიროებას. „ჩვენ მისაღებად მიგვაჩნია ჩვენი არსებული მონეტარული პოლიტიკა და ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ის რომელიმე მიმართულებით (იგულისხმება გამკაცრება ან შერბილება) შევცვალოთ“, - განაცხადა პაუელმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ღია ბაზრის ოპერაციების ფედერალური კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართა. პაუელის თქმით, საბაზისო განაკვეთებთან დაკავშირებით სარეზერვო სისტემა მოთმინებას გამოიჩენს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

ჩინური კომპანია Huawei გაყიდული სმარტფონების რაოდენობით 2019 წლის პირველი კვარტლის ლიდერი გახდა და Apple-ისა და Samsung-ის მაჩვენბლებს გადააჭარბა, - ინფორმაციას ამის შესახებ სმარტფონების ბაზრის კვლევითი კომპანია IDC აქვეყნებს. მიუხედავად აშშ-ის მთავრობის ზეწოლისა, 2019 წლის პირველ 3 თვეში ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სულ 310,8 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც 6,6%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბაზრის 6 ლიდერს შორის გაყიდვები მხოლოდ Huawei-სა და Vivo-ს გაეზარდა. Apple-ის, Samsung-ის, Xiaomi-სა და Oppo-ს გაყიდვები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი