13:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წლის დასაწყისში Huawei სმარტფონების გაყიდვებით მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩა
ნავთობის ფასი შემცირდა

სიახლეები

სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 6.5 მლნ ლარით გაიზარდა

 

2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 6.5 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 3.8 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 12.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.2 პროცენტს გაუტოლდა.

 

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის და სავალუტო ოფციონების მეშვეობით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა მარტში 20.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა 20.5 მლნ აშშ დოლარით.

 

მარტში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 23.6 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 452.9 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და ასევე დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით.

 

საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 80.0 მლნ ლარით და 350.0 მლნ ლარს შეადგენს. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 30.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 690.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 6.5 მლნ ლარით გაიზარდა.

 

მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 31.8 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 134.2 მლნ ლარით შემცირდა. 108.8 მლნ ლარამდე გაიზარდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...