19:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
წინა წელთან შედარებით, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 17.8 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის დასაწყისში Huawei სმარტფონების გაყიდვებით მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩა

სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნათა დარღვევების გამო, 25 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. 
 
დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად, შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი