09:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ ვენესუელაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გამორიცხავს
ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

სიახლეები

წინა წელთან შედარებით, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 17.8 პროცენტით გაიზარდა

 

2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 228.9 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა და 23.1 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 17.8 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მატებამ, ასევე უცხოური ვალუტის ლარში გამოსახული დეპოზიტების ზრდამ.

 

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 150.4 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და 8.79 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშები 183 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 32.6 მლნ ლარით შემცირდა.

 

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.7 პროცენტიანი (34.3 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.33 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად მიმდინარე ანგარიშების ზრდით იყო განპირობებული. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის მარტში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 62.0 პროცენტს შეადგენს.

 

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 52.2 და 74.7 პროცენტს შეადგენდა. მარტში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 5.6 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 7.3 პროცენტს შეადგენს. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.9 პროცენტია.

 

ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 8.7 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 2.7 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.8 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 2.7 პროცენტს შეადგენს.

 

2018 წლის მარტში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგენს 2.7 პროცენტს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სცენარები

30 მარ 2020კვირის გრაფიკი

  არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ აპრილის ბოლოსათვის 1100-ს შეიძლება გადააჭარბოს. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი...

ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა პანდემიასთან საბრძოლველად

23 მარ 2020კვირის გრაფიკი

                საქართველოში მწვავე მოვლის საავადმყოფო საწოლები მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით...

კორონავირუსის გავრცელების სიმძიმე ქვეყნების მიხედვით

16 მარ 2020კვირის გრაფიკი

                  ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიოში ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე იტალიაში 410...

პოპულარული

ვიზიტორთა კლება საქართველოში

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარტი, 2020კვირის გრაფიკი